რუსთავში 13 წლის გოგო ფანჯრიდან გადმოვარდა - რა ეჭვი აქვთ მშობლებს
რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში 13 წლის გოგო მე-3 სართულიდან გადმოვარდა. როგორც „ინფო რუსთავს“ მოზარდის მეზობლებმა განუცხადეს, გოგონა ფანჯრიდან გადმოვარდნის შემდეგ ეზოში მდგარ ავტომობილზე დაეცა.
არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ვარდნის შემდეგ მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.
მშობლები მომხდარს შემთხვევითობას არ უკავშირებენ და სხვა ვერსია აქვთ. ეჭვის საფუძველს იძლევა სამი თვის წინ მომხდარი ფაქტიც, რომლის დროსაც ამავე მოზარდის მეგობარი და თანაკლასელი ასევე მე-3 სართულიდან გადმოვარდა.
ორივე არასრულწლოვანი მე-10 სკოლის მოსწავლეები არიან. სკოლის დირექტორის მანანა ფიროსმანაშვილის განცხადებით მსგავსი დამთხვევები ეჭვს იწვევს.
კომენტარი