როგორია მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარება?
მსახიობი კახი კავსაძე.რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს.
მისი ძმის, იმერი კავსაძის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია,რომ კახი კავსაძეს სასუნთქი აპარატი დასჭირდა, სიცრუეა.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია,ხოლო გართულების რისკი - მინიმალური.
"მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე, რაიმე გართულებებს არ ველოდებით. იმყოფება დინამიკაში, მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ დაავადებების მიმდინარეობიდან და ხანდაზმულობიდან გამომდინარე, გართულებების რისკი დაბალია,"- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
კომენტარი