"ამ მეზობლებს, ნათესავებს, დეიდას და ბებიას არ რცხვენიათ საერთოდ ხმას რომ იღებენ?" - ირინა სარიშვილი 11 წლის თერჯოლელ ბიჭზე
ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში თერჯოლის ტრაგედიას ეხმიანება. როგორც ის წერს, 11 წლის ავთოს სასტიკ მამასა და მის დეიდა-ბებიას შორის განსხვავებას ვერ ხედავს და ისინიც დამნაშავეები არიან ბავშვის წინაშე.
ირინა სარიშვილი: „ის არც ადამიანი და არც ცხოველი, ვინცაა და რისი ღირსიცაა, გასაგებია – დარჩენილი სიცოცხლე, არათუ 4 წელი, წამებაში რომ გაატაროს!
მაგრამ ამ მეზობლებს, ნათესავებს, დეიდას და ბებიას არ რცხვენიათ საერთოდ ხმას რომ იღებენ??? ან როგორ არიან ცოცხლები ამის მერე???
არაფერი განსხვავება იმ არაადამიანს და ამ უგულო და უსულო ადამიანებს შორის არ არის, გარდა იმისა, რომ კანონი ერთს სჯის და დანარჩენს – არა! ვერც ახლა ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდა და ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს!
ეს პატარა ბიჭი ჯოჯოხეთიდან გაიქცა“…
23 აგვისტოს 11 წლის ავთო სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტზე გარდაცვლილის მამა დააკავეს.
კომენტარი