სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცნაური აკვიატება: უკრაინელმა ოსტატმა ვლადიმირ პუტინისთვის მუხის სამეფო ტახტი შექმნა

უკრაინელს იმედი აქვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დამზადებულ ტახტს ვიქტორ იანუკოვიჩი ვლადიმირ პუტინს უსახსოვრებს, ეს დადებითად აისახება უკრაინასა და რუსეთს შორის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ დავაზე.

„სამეფო ტახტის“ სიმაღლე დაახლოებით 2,5 მეტრია. ის რუსეთის გერბის ფორმის მიხედვითაა დამზადებული: ორთავიან არწივს ცალ „ხელში“ სამეფო, მეორეში კი სკიპტრა უჭირავს.

ეს ნიკოლა ხრისტიჩის მიერ დამზადებული პირველი ასეთი „შედევრი“ არ არის. ცოტა ხნის წინ მან ანალოგიური „სამეფო ტახტები“ ბარაკ ობამასთვის და ანგელა მერკელისთვისაც შექმნა, თუმცა, ადრესატებს არცერთი ტახტი ჯერ არ მისვლიათ. ხრისტიჩის „შედევრებში“ „ევრო–2012“ მონაწილე საფეხბურთო ნაკრები გუნდებისთვის დამზადებული სუვენირებიც შედის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100