სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამუკა ბახტაძე გადადგომის თაობაზე განცხადებას დღეს გააკეთებს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გააკეთებს განცხადებას.

არსებული ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე განცხადებას 15:00 საათზე, თოქშოუების წამყვანებთან შეხვდრაზე გააკეთებს.

ამასთან, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, გაგრძელდება კონსულტაციები მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებებზე.

დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის თანამდებობაზე კი, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100