ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის „სოკარი“ კრეატიულ კამპანიას იწყებს
ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, UEFA-ს ინიციატივით, გლობალურად აღინიშნება და, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. კომპანია „სოკარი“ ჩაერთო ჩემპიონატის გლობალურ ღონისძიებებში და 2019 წლის მარტიდან კრეატიულ კამპანიას იწყებს.
21
მარტიდან 21 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით განთავსებულ „სოკარის“
ავტოგასამართ სადგურებს რებრენდინგი ჩაუტარდება. 11 სადგურის დიზაინი ევროპის
ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების, რომის, ამსტერდამის, გლასგოს, ბუდაპეშტის,
კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებითა და ღირშესანიშნაობებით გაფორმდება.
ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს
ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის პოზიციონირებისგან
თავს იკავებს.
პირველი
რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური, რომელიც ქალაქ რომში გამოგზაურებთ, 21 მარტს, 13 საათზე, სოკარის სათაო ოფისის
მიმდებარედ გაიხსნება.
თითოეული
რებრენდირებული სადგურის გახსნის ცერემონიას საფეხბურთო სფეროს, სოკარისა და
შესაბამისი საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ავტოგასამართი
სადგურების რებრენდინგთან ერთად, დაგეგმილია თანამშრომლების უნიფორმის ანალოგიურ
დიზაინში გადაწყვეტაც. ასევე, სადგურებზე, ქალაქების მიხედვით, გაიხსნება
სუვენირების მაღაზიები.
ავტოგასამართი
სადგურების რებრენდინგზე ცნობილმა დიზაინერებმა იმუშავეს.
„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოზიციონირების ხელშეწყობას გულისხმობს.
კომენტარი