სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი პოზიტიურ განწყობაზე ხართ და თანამოაზრეებთან ერთად ახალი იდეების განხილვას შეძლებთ. დღეს შეიძლება მეგობრები ერთგულებასა და საიმედოობაზე გამოსცადოთ. გადახედეთ გეგმებს, გამოასწორეთ შეცდომები.
კურო
წარმატება თქვენს შრომასა და მონდომებაზე იქნება დამოკიდებული. ნუ გაიჯიუტდებით და მშვიდად მიიღეთ სიახლეები. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
თანამოაზრეების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. თუმცა, მოღალატე და მატყუარა ადამიანებს ნურც ენდობით და ნურც საიდუმლოებებს ანდობთ. თუ დღეს მგზავრობა გაქვთ დაგეგმილი, წესრიგში გქონდეთ ავტომობილი, მედიკამენტები, საბუთები.

კირჩხიბი
სიფრთხილე გმართებთ უცხო ადგილებში, ახალი საქმის დაწყებისას. თუ ერთი გეგმა ვერ განხორციელდა, მზად გქონდეთ მეორე. ზედმეტი ეჭვებითა და წუწუნით ნუ შეუქმნით გარშემო მყოფებს დისკომფორტს.

ლომი
იყავით მხიარული, არტისტული. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ უსიამოვნებებს და არ გაიუფუჭოთ ურთიერთობა ახლობლებთან. დღეს უნდა იყოთ გულუხვი, ოღონდ იმ ადამიანების მიმართ ვინც გაფასებთ.

ქალწული
ეცადეთ, არ გადაიღალოთ, არც ფიზიკურად და არც მენტალურად. თუ ახლობლების დახმარება გსურთ, პირველ რიგში ოჯახის წევრებს, ნათესავებს დაეხმარეთ. გაფრთხილდით, არავინ მიისაკუთროს თქვენი თანხა, წარმატება.

სასწორი
რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ უსიამოვნებებს, მით მეტ კეთილ საქმეს გააკეთებთ. საღამოს მოაწყვეთ მხიარული წვეულება.

იყავით გულუხვი მასპინძელი.

მორიელი
სახლშიც კი თავს უცხოდ იგრძნობთ. ეცადეთ, მოდუნდეთ და სასიამოვნო საქმიანობით დაკავდეთ, პოზოტიური განწყობა შეიქმნათ. გაფრთხილდით, არ გაცივდეთ.

მშვილდოსანი
საინტერესო ადამიანებთან კონტაქტი და ინფორმაციების მოძიება გსურთ. მოერიდეთ დაპირისპირებას უფროს ნათესავებთან. იყავით ღიმილიანი და დიპლომატიური.

თხის რქა

წუთიერი სიამოვნების გამო შეიძლება ისეთი ნივთი შეიძინოთ, რომელიც საერთოდ არ გჭირდებათ. ნუ იყიდით ელექტრო და ძვირად ღირებულ ნივთებს. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტის განვითარებას.

მერწყული
ზოგიერთ საქმეში გაგიმართლებთ და ზოგიერთში - არა. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ ნერვების მოშლას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

თევზები
მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. იყავით მზად სირთულეებისთვის. ეცადეთ, მოწესრიგებული გქონდეთ საბუთები, სამსახურის საქმეები. უცხო ადამიანებს საიდუმლოებებს ნუ გაანდობთ. აგრეთვე, უცხო ადგილებში ღამით მარტო სიარულს მოერიდეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100