სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შაკირა და პიკე ერთმანეთს დაშორდნენ

ბოლო დროს ყვითელ პრესაში სულ უფრო ხშირად იწერებოდა სიახლეები იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წყვილს შაკირასა და ჟერარ პიკეს ურთიერთობაში პრობლემები აქვთ. ერთი თვის წინ კი გაიჟღერა ამბავმა, რომ ისინი დაშორების პირას იყვნენ მისულნი. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია უარყო, მალევე გახდა ცნობილი, რომ ის და შაკირა ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ბავშვები კი დედასთან იზრდებიან.

როგორც წყვილთან დაახლობულმა პირმა და ჟურნალისტებისთვის ანონიმურმა წყარომ განაცხადა, მომღერალი რამდენიმე თვის წინ ბარსელონაში გადავიდა საცხოვრებლად შვილებთან ერთად. ამავე წყაროს ინფორმაციით, პრობლემები მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც შაკირას კლიპში მომღერალი ნიკი ჯემი გამოჩნდა - ფეხბურთელმა საყვარელ ქალზე იეჭვიანა.

შეგახსენებთ, რომ შაკირამ და პიკემ ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს მომღერლის კლიპის გადაღების დროს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორივე მათგანი მალავდა რომანს, თუმცა ერთი წლის შემდეგ საზოგადოებას თავი წყვილად წარუდგინეს. 2013 წელს პირველი ვაჟი მილანი შეეძინათ, 2015-ში კი მეორე - საშა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100