სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ის მე მაიძულებს ვიოცნებო თვალგახელილმა" - ბერა ივანიშვილი შეყვარებულია, ნახეთ ვინ არის მილიონერი რეპერის რჩეული

ბერა ივანიშილი შეყვარებულია. რეპერის რჩეული წარმოშობით რუსი მოდელი ევა მინაევაა. ის არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს. წყვილი ერთად ბათუმშიც იყო და ერთ-ერთ კლუბშიც გამოჩნდა. ივანიშვილი და მინაევა ერთად გადაღებულ ფოტოებს უკვე აქვეყნებენ. კომენტარებში კი ბერა გოგონას უწერს: "ის მე მაიძულებს ვიოცნებო თვალგახელილმა". თავად ევა კი წერს, რომ ფრანგულის სწავლა დაიწყო.

წყვილის საერთო ფოტოებს ევას ინსტაგრამზე დიდი გამოხმაურება მოყვა. წერენ, რომ გოგონას ძალიან გაუმართლა. კომენტარებიდანვე ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის ვაჟს მსოფლიოს გარშემო არაერთი თაყვანისმცემელი გოგონა ყოლია. გულშემატკივრები მოდელს უწერენ, რომ ბერა გამორჩეულია, სასურველი მამაკაცია და წყვილი ერთმანეთს ძალიან უხდება. "თეთრი ბარბი და თეთრი ბარბი ბიჭუნა ხართ", - წერს ერთ-ერთი თაყვანისმცემელი. დღეს კი ბერამ გოგონას ახალი ფოტო გამოაქვეყნა და მასზე წერს, რომ ევა ციდანაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100