წულუკიანის განცხადებით, ის მოხარულია, რომ...
იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებების ცნობილი ევროპელი სპეციალისტი და ევროპული სასამართლოს მთავარი გამწესრიგებლის ყოფილი მოადგილე მიქაელ ო’ ბოილი მიიღო.
მიქაელ ო’ ბოილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული სპეციალური მრჩეველია, რომელიც საქართველოს მთავრობას კონსულტაციას გაუწევს ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების საკითხებში, მათ შორის, პროკურატურისა და ნაფიცი მსაჯულების საკანონმდებლო რეფორმის, აგრეთვე, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შემუშავების საკითხებთან დაკავშირებით.
თეა წულუკიანის განცხადებით, მოხარულია, რომ უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო საკითხებზე საქართველოს მთავრობას კონსულტაციებს სწორედ მიქაელ ო’ ბოილი გაუწევს, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
მიქაელ ო’ ბოილი ორმოცი წლის განმავლობაში მსახურობდა სტრასბურგში ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის, ევროპულ სასამართლოში.
კომენტარი