სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანისთვის მარნეულში მამაკაცი დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ბადრი ჟ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით მარნეულში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,14145 გრ ჰეროინს შეიცავს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100