მომეცით ხელი და გეტყვით, რა გტკივათ
ხელზე, როგორც წიგნზე, არამხოლოდ ბედის, ჯანმრთელობის წაკითხვაც შეიძლება.
* წითელი ხელისგული ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების მაჩვენებელია.
* მარმარილოსფერი – ნერვულ სისტემაში უთანხმოებაზე მიუთითებს.
*მოყვითალო ხელისგული ღვიძლში ან ნაღვლის ბუშტში პათოლოგიური ცვლილებების სიმპტომია.
* ხელის მტევნის ზურგის მხარეს ყავისფერი ლაქები ნაღვლის ბუშტის მუშაობაში გაჩენილი პრობლემის ნიშანია.
* ხელის მტევანსა და განსაკუთრებით ხელისგულზე წვრილ ფენებად აქერცვლა F და V ვიტამინების ნაკლებობის მაჩვენებელია. ხელისგულზე მსხვილად აქერცვლის შემთხვევაში დერმატოლოგს მიმართეთ – ხელებზე სოკო დაბინავდა!
* ხელისგულებში "ჭიანჭველების ცოცვის" სინდრომი ენდოკრინული სისტემის დისფუნქციის დროს ჩნდება.
* სველი ხელები ფარისებური ჯირკვლის ჰიპერფუნქციაზე მიუთითებს.
* ხელისგულებზე კანის სიმშრალე და სიფერმკრთალე, პირიქით, შესაძლებელია ფარისებური ჯირკვლის ჰიპოთირეოზის ან დიაბეტისკენ წინასწარგანწყობის ნიშანი იყოს.
ხელის ფორმა
* ფართო ხელისგული – მაგარი ჯანმრთელობის ნიშანია, მაგრამ ზოგჯერ ფართო ხელისგულებისა და მოკლე თითების მქონე ადამიანებს მიდრეკილება აქვთ სისხლის მიმოქცევის სისტემაში დარღვევებისკენ, პირველ რიგში, მაღალი არტერიული წნევისკენ.
* ვიწრო ხელისგული ფერმკრთალი, ნატიფი თითებით, ჩვეულებრივ, ფაქიზი ნერვული ორგანიზაციის ადამიანებს აქვთ. ისინი ფხიზლად რეაგირებენ ტემპერატურის ცვლილებებსა და ატმოსფერულ წნევაზე, საათის გადაწევაზე, მკვეთრ ბგერებზე, სუნზე, ემოციურ დატვირთვაზე.
* ხელის პატარა მტევანი მიუთითებს, რომ მათი მფლობელების ხშირი დაავადებებია ბრონქიალური ასთმა, სწორი ნაწლავის ანთება და დაბალი არტერიული წნევა.
* შეშუპებული და მტკივნეული სახსრები, რომლებსაც სიწითლეც ერთვის, პოლიართრიტის აშკარა გამოვლენაა.
* არათითისა და სალოკი თითის მეორე და მესამე ფალანგებს შორის სახსრებში ტკივილი მუხლის სახსრების სერიოზული დაავადების სწრაფ აღმოცენებაზე მიგვანიშნებს. თქვენი ამოცანაა მისი თავიდან აცილება მოასწროთ.
თითები
* ნეკა თითების ხშირი დაბუჟების დროს კარდიოლოგს მიმართეთ. პრობლემა დაკავშირებულია გულ–სისხლძარღვთა დაავადებებთან.
* დაბუჟების შეგრძნება ცერა თითებში სასუნთქი სისტემის სისუსტეზე მიუთითებს.
* მეწამულისფერი თითის წვერები იმის სიგნალია, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე იზრუნოთ. ხოლო მოყავისფრო ან მოლურჯო ფერი მიგანიშნებთ, სასწრაფოდ მიაქციოთ ყურადღება თირკმლებსა და ფილტვებს.
* მარჯვენა სალოკი თითის გვერდითი ზედაპირის ქავილი სწორი ნაწლავის პრობლემებზე მეტყველებს.
* სალოკი თითის ზურგის ზედაპირზე კანის სიმქისე ნაღვლის ბუშტთან უთანხმოებას მოწმობს.
კომენტარი