სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინგლისის პრინცი ცოლს შორდება, ქალმა დუმილის სანაცვლოდ 350 მილიონი მოითხოვა

ინგლისის პრინცი ჩარლზი და მისი რიგით მეორე მეუღლე კამილა პარკერი ერთმანეთს შორდებიან. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა გლობი ავრცელებს.

განქორწინების მიზეზად ის ფაქტი სახელდება, რომ კამილა ალკოჰოლს ეტანება, რაც წყვილს შორის უთანხმოების მიზეზი ხშირად ხდება.

განქორწინების ინიციატორი ცოლი გახლავთ, რომელიც ამბობს, რომ სამეფო ოჯახის ცხოვრების სტილითა და გლამურულ ღონისძიებებზე სიარულით დაიღალა.

ოჯახური საიდუმლოებების შენახვის სანაცვლოდ, განქორწინების შემდეგ კამილა 350 მილიონ დოლარს ითხოვს. როგორც ცნობილია დედოფალმა ელისაბედმა მის საქციელს სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ რძალს არანაირ თანხას არ გადაუხდის.

კამილასა და ჩარლზის სიყვარულის ამბავი მეოცე საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, პრინცის მშობლებმა მაშინ სარძლო დაიწუნეს და ჩარლზი დიანა სპენსერზე, მომავალში ლედი დიდ წოდებულ პრინცესა დიანაზე დააქორწინეს.

დიანასა და ჩარლზის ქორწინებამ არ გაამართლა, პრინცი კამილასთან შეხვედრებს განაგრძობდა და სწორედ ეს გახლდათ მისი და ლედი დის განქორწინების მიზეზი. დიანას გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ კი, 2005 წელს ჩარლზმა კამილასთან ურთიერთობა გააოფიციალურა და საყვარელი ქალი ცოლად შეირთო, თუმცა ტახტის მემკვიდრის მეორე ცოლი დაკისრებულ მოვალეობებს თავს კარგად ვერ ართმევდა და აი შედეგიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100