ზოდიაქოს ნიშნები დაშორებისას
ვერძი
ვერძი: გაიმეორე
რაც თქვი?
პარტნიორი: გშორდები!
ვერძი: ხვალ,
ორ საათზე,
ისევ ამ
ადგილას მოხვალ
და მერე
დავილაპარაკებთ, გაიგე?
მეორე დღე:
ვერძმა დაინახა თუ არა, მკლავებში სტაცა ხელი და გასაგებად აუხსნა: აღარ დაგინახონ ჩემმა თვალებმა! შენთან ურთიერთობა აღარ მინდა, გასაგებია?
კურო
კურო განუწყვეტლივ ისმენს სენტიმენტალურ სიტყვებს, ბოლოს მობეზრდება და პირში მიახლის: მოიცა, მოიცა! რაც მე შენზე ფული და ნერვები მაქვს დახარჯული, ენა როგორ გიბრუნდება? ახლა წადი, ჰაერი ჩაყლაპე და სახლში რომ მიხვალ, დამირეკე! მე არ დამარეკინო!!!
ტყუპები
ტყუპებმა
პარტნიორს
შემრიგებლურად
დაუქნია თავი.
პარტნიორი:
მოიცა, შენ რა, არ განიცდი?
ტყუპები: პირველ წუთებში განვიცადე. ახლა მივხვდი, რომ თავისუფალი ვარ და ვეღარ განვიცდი.
კირჩხიბი
კირჩხიბს
დაშორების
მოლოდინში
ისეთი სახე აქვს, თითქოს თავზე ცა ჩამოექცა: დარწმუნებული ხარ?
პარტნიორი:
სავსებით.
კირჩხიბი:
არ მინდა, მერე რამე ინანო. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნო და არ ინერვიულო.
ამ სიტყვების შემდეგ ის შეყვარებულს/მეუღლეს ჩაეხუტება და წერილს გადასცემს.
პარტნიორი:
ეს რა არის?
კირჩხიბი:
სულ მეშინოდა, რომ დავშორდებოდით და ეს წერილი გულის ჯიბით დამქონდა. როდესაც ნახავ, გამიხსენე ხოლმე.
ლომი
ლომმა პარტნიორს ამრეზით გადახედა: ამ სიტყვების შემდეგ შენ ჩემი ღირსი არ ხარ! არც კი გაბედო უკან მოხედვა! ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. არასოდეს მივიღებ შენგან თხოვნა-მუდარას ან ბოდიშს. დაიმახსოვრე, მე უკვე წერტილი დავსვი!
ქალწული
ქალწულმა წარბები აზიდა და გვერდულად შეხედა პარტნიორს: ისე უგემოვნოდ გაცვია და იმდენად გამოუძინებლად გამოიყურები, კარგს რას მეტყოდი! როგორც კი დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რისი თქმაც გინდოდა! მაისური მაინც გაგეუთოვებინა, დაკუჭული ტანსაცმლით რომ გამომეცხადე!
სასწორი
სასწორი:
შეუძლებელია!
პარტნიორი:
მე უკვე ყველაფერზე ვიფიქრე და ზუსტად ვიცი, რომ ასე სჯობს.
სასწორი: შეუძლებელია!
პარტნიორი:
უნდა დავშორდეთ.
სასწორი: იცი რამდენი ხანი ვფიქრობდი, დავშორებულიყავით
თუ არა?
პარტნიორი:
მერე რას აპირებ?
სასწორი: არა, ვერ გამიგე. ჯერ ვერ მოვიფიქრე, დავშორდეთ თუ არა, ამიტომ ჯერ ვერ დამშორდები!
მორიელი
მორიელი
პარტნიორისკენ
შეტრიალდა
და საკმაოდ მშვიდი და ღიმილიანი სახით უთხრა: ჯანდაბამდე გზა გქონია.
პარტნიორი:
რა გაცინებს ასეთ დროს? მე ხომ დაშორებაზე გელაპარაკები?
მორიელი: უცებ წარმოვიდგინე, როგორი უბედური იქნები ჩემს გარეშე და გავმხიარულდი… მოიცა, რა გატირებს, ჯანდაბაში არც ისე ცუდია.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი
წინ და უკან დადის. ისმენს ლანძღვას და თან უმისამართოდ სიარულს განაგრძობს.
პარტნიორი:
არ შეგიძლია, ნორმალური ადამიანივით გაჩერდე და ისე მომისმინო?
მშვილდოსანი:
რით ვერ დაასრულე? ტუალეტში მინდა და გელოდები, როდის დაასრულებ!
პარტნიორი:
გშორდები!
მშვილდოსანი:
სულ ესაა? შემთხვევით ხომ არ იცი, არის აქ სადმე საპირპარეშო?
თხის რქა
თხის რქამ პირველივე სიტყვაზე შეაჩერა პარტნიორი და საუბარი თავად განაგრძო: ამ ბოლო დროს არ მომწონხარ. საოცრად დათრგუნული დადიხარ. ასე თუ გააგრძელებ, ჩვენი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს.
პარტნიორი:
მეც სწორედ ამაზე მინდოდა საუბარი. გშორდები!
თხის რქა: ე.ი. ჩემს სიტყვებსაც არ იღებ და შენსას განაგრძობ?! კარგი, მაშინ როგორც გითხარი, ისე იქნება. ვშორდებით!
მერწყული
გაოგნებულმა
მერწყულმა
იყვირა: რას ამბობ?
პარტნიორი:
უნდა დავშორდეთ!
მერწყული:
ერთი კვირის წინ მაინც გაგეფრთხილებინე!
გულნატკენი
შეყვარებულების
კლუბში როგორ გავწევრიანდე, როცა ფული უკვე დავხარჯე.
პარტნიორი:
ერთი კვირის წინ ჯერ კიდევ ვფიქრობდი.
მერწყული:
ღმერთო, რა არაადამიანურად მომექეცი! სად ვიშოვო წინასწარი შესატანი?!
თევზები
თევზები
მრავლისმთქმელი
მზერით: ვშორდებით?
პარტნიორი:
საიდან მიხვდი, რომ ამაზე ვფიქრობდი?
თევზები: ყველაფერი ისე კარგად იყო… შეუძლებელია, სინამდვილეში ყველაფერი კარგად ყოფილიყო…
პარტნიორი:
მაგრამ მე უკვე გადავიფიქრე დაშორება…
თევზები: მე უკვე შევეგუე, რომ დავშორდებოდით. როგორ შეიძლება ასეთი მერყეობა?
კომენტარი