საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა
ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 2 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
პრემიერ–მინისტრის კანდიდატურა საზოგადოებას თავად ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა, რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ სწორედ აღნიშნული თანამდებობა უკავია.
წარდგენისას ივანიშვილმა ღარიბაშვილს "გულწრფელი" და "ნაღდი" კაცი უწოდა.
კომენტარი