სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატოს ლიბიაში დაღუპულ მოქალაქეთა საქმეების გამოძიებას სთხოვენ

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch მოითხოვს, რომ ნატომ ლიბიაში დაღუპული უდანაშაულო მოქალაქეების საქმეები გამოიძიოს. საუბარია, მიმდინარე წელს, ლიბიაში, ნატოს ავიადაბომბვის შედეგად დაღუპულ 72 ადამიანზე.

უფლებათა დამცველი ორგანიზაციის აზრით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვალდებულია, ამ კონკრეტულ საქმეებს მსვლელობა მისცეს და დამნაშავეები გამოავლინოს.

აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ნატო აცხადებს, რომ წარმოუდგენლად რთული იქნება მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა, თუმცა, აქვე დასძენს, რომ სამხედრო გაერთიანება მზად არის ამ თემასთან დაკავშირებით ლიბიურ მხარესთან ითანამშრომლოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100