სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული ჯარი სრულ მზადყოფნაშია და ...“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ადასტურებს ინფორმაციას აფხაზური მხარის კონტროლირებად ტერიოტირაზე, ოკუპირებული საზღვრის მიმდებარედ . სასაზღვრო ტრანშეების გათხრასთან დაკავშირებით. ალასანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ წამოეგოს ამ პროვოკაციას.
"მთავარია, რომ ჩვენ არ ავყვეთ არანაირი ტიპის პროვოკაციას. ქართული ჯარი სრულ მზადყოფნაშია და სცენარის ნებისმიერი ფორმით განვითარებისთვის მზად ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებზე", - აღნიშნა ალასანიამ.
ალასანიამ სამხედროების კვებასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს და როგორც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის, ასევე გენერალური ინსპოექციის მხრიდან გამოძიების დასრულების შემდეგ თუ გამოიკვეთება გარკვეული პირების ბრალიულობა საქმესთან მიმართებაში, ისინი უმკაცრესად დაისჯებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100