სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მალგოჟატა გოშიევსკა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

პოლონეთის სეიმის მარშლის მოადგილე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად არ შეუშვეს. როგორც მალგოჟატა გოშიევსკამ "ვივამედთან" განაცხადა, პრემიერმა ღარიბაშვილმა მისთვის მიცემული პირობა დაარღვია.

მაღალჩინოსანმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროპული დემოკრატიის პრინციპებით არჩეული პრეზიდენტის დასჯა არ ხდება.

მალგოჟატა გოშიევსკა ამბობს, რომ ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის მსგავსად, მეოთხე პრეზიდენტსაც ებრძვის, რომელსაც "ჩამოართვეს შეღავათები და დაცვა".

გოშიევსკამ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების არდაშვება ბარბაროსობაა.

მან აღნიშნა, რომ პოლონეთი მზად არის ჰუმანიტარული მიზნებისთვის, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტი გაიყვანოს, თუმცა "ერთი ოლიგარქის სურვილის გამო, ყოფილი პრეზიდენტი იღუპება".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100