სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავსტრალიელებმა თავიანთი სუპერმანქანა გამოაჩინეს

ავსტრალიაში მუშაობენ სუპერმანქანაზე, რომელმაც „Ferrari“–სა და „Lamborghini“–ს კონკურენცია უნდა გაუწიოს. მომავლის ავტომობილის პირველი ფოტომასალა ვიწრო პუბლიკისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

ევროპაში გახდა ცნობილი, თუ სად ჩატარდება ახალი მოდელის პრეზენტაცია და გაირკვა, რომ ახალი მოდელის შეფასება შესაძლებელი ავსტრალიაში იქნება. მწარმოებელმა „Joss Developments Limited“ წარმოადგინა ახალი ავტომობილის, „JP1“–ის ვირტუალური გამოსახულება.

ახალი მოდელი 6,6 ლიტრიანი V8–ით აღიჭურვამ რომელსაც 500 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ავტომობილს 160 კმ/სთ–ის განვითარება 6 წამში შეუძლია. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, ყოველივე მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში და სურათებზე არსებობს. ახალი მოდელის ღირებულება 500 000 ავსტრალიული დოლარი, ანუ 369 000 ევრო და 526 000 ამერიკული დოლარი იქნება. ავტომობილი, მხოლოდ 25 ეგზემპლარად გამოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100