სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახალხო დამცველი აქციის დროს დაკარგული და გაუჩინარებული მონაწილეების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

სახალხო დამცველ გიორგი ტუღუში 26 მაისის აქციის დროს დაკარგული და გაუჩინარებული მონაწილეების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. აღნიშნული საკითხით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია დაინტერესდა.

ტუღუშმა განაცხადა, რომ მის აპარატს აქტიური კონტაქტი ჰქონდა დაკარგული და გაუჩინარებული ადამიანების ოჯახის წევრებთან, რომლებიც მის აპარატში მიდოდნენ ან ტელეფონით უკავშირდებოდნენ.

მისი თქმით, ყველა ის პირი, რომელთა შესახებაც სახალხო დამცველს მიმართეს, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ წინასწარი დაკავების იზოლატორებში აღმოაჩინეს.

ამის შემდეგ სახალხო დამცველისთვის არავის აღარ მიუმართავს და არ მიუწვდია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე კიდევ არის გაუჩინარებული.

"მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ან არ არსებობენ ასეთი ადამიანები, ან არსებობენ და არ გვაცნობეს", - აღნიშნა ტუღუშმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100