თბილისის ზოოპარკში ვეფხვებმა ქალი დაგლიჯეს
თბილისის ზოოპარკში ვეფხვებმა ძიძა-მომვლელი ქალი დაგლიჯეს.
თბილისის ზოოპარკში ვეფხვების მიერ დაზიანებულ გულიკო ჭიტაძეს ზედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა. ექიმები ქალბატონისთვის ქვედა კიდურის შენარჩუნებას ცდილობენ. ზოოპარკის მომვლელი ქალბატონის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს თბილისის ზოოპარკიც.
"26 მაისს,
დაახლოებით
17:00 საათზე
თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო ჭიტაძე ერთ-ერთმა ვეფხვმა დააზიანა. ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც ის ვოლიერის გისოსებთან, მომვლელების სამუშაო ზონაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ვეფხვებმა ვოლიერის შიგნიდან შეძლეს გისოსებს გარეთ მყოფი მომვლელის დაზიანება. დაზარალებული სხეულისა და კიდურების მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ამჟამად საოპერაციოში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით დაზუსტებით იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია ცხოველების გაღიზიანება, შეუძლებელია. ქალბატონი გულიკო 25 წელზე მეტია თბილისის ზოოპარკში მუშაობს. მისი უშუალო დახმარებითა და მონაწილეობითაა გაზრდილი თბილისის ზოოპარკის არაერთი ბინადარი, მათ შორის ის ვეფხვებიც, რომელთა ვოლიერთანაც მოხდა დღევანდელი ინციდენტი. ინფორმაციას ქალბატონი გულიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენი გვერდის საშუალებით გაცნობებთ",
- აღნიშნულია
ზოოპარკის
გუშინდელ განცხადებაში.
კომენტარი