სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილმა მელორ ვაჩნაძეს „ყაჩაღი“, ნანა კაკაბაძეს კი „მხედრიონელი“ უწოდა

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანის, ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 აპრილს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე, პოლიტპატიმრებთან ერთად მისვლას მელორ ვაჩნაძე და ნანა კაკაბაძეც აპირებენ.
აღნიშნული ინფორმაცია მერაბიშვილმა ბაღდათში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებთან შეხვედრისას გაავრცელა. მან ვაჩნაძეს "ყაჩაღი", კაკაბაძეს კი "მხედრიონელი" უწოდა."ჩვენ გვყავს "პოლიტპატიმრები", რომლებმაც სიაში მოხვედრა და თავისუფლების ყიდვა 100 000 და 200 000 ლარად მოახერხეს. ჩემი ინფორმაციით, მათთან ერთად 19 აპრილს აქციაზე მისვლას ნანა კაკაბაძე და მელორ ვაჩნაძეც გეგმავენ, რასაც მათ არ ვურჩევ!,"- აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100