სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე ვისწავლე ქალთან ერთად ცხოვრება

„მე ვისწავლე ქალთან ერთად ცხოვრება, მაგრამ არა ისე, როგორც ეს რომანებში ხდება. ასე მაგალითად, მივხვდი, რომ გრძელი თმა მხოლოდ სილამაზეს არ უსვამს ხაზს ქალში, მისი შეხებისას განვიცდი საოცარ შეგრძნებას, რომელიც საპირისპირო სქესის სულიერ მხარეზე მესაუბრება. როდესაც ჩემს გვერდით წევს, მის თმას ნაზად ვეხები და სხვა მხარეს მივმართავ, რათა მასთან ჩახუტებისას არ დავაზიანო.

აქამდე არ ვიცოდი, რომ ქალი როცა ცუდ განწყობაზეა, მას უნდა ჩავეხუტო და ძლიერად მივიკრა გულზე - ეს მას ძალიან აწყნარებს. მე პირიქით ვარ - როცა რაღაც მაწუხებს, არ მიყვარს, როდესაც ამის შესახებ მეკითხებიან და სულში მიძვრებიან. ასეთ დროს მიყვარს პრობლემებთან მარტო გამკლავება.

მე არ ვიცოდი, რომ როდესაც ქალს დახმარება ჭირდებოდა, ამას თავად არ მეტყოდა, არამედ დაელოდებოდა, როდის გავუწვდიდი დახმარების ხელს. შეიძლება უარი მითხრას, მაგრამ მე უნდა ავიღო ხელში მართვის სადავეები. მას სურს, თავი ქალად იგრძნოს, რომელსაც ძლიერი მამაკაცი ჰყავს გვერდით.

თუ ქალს არ მოუწევს ვარდის ბუკეტზე მძიმე საგნის აწევა, მის სახეზე ბედნიერ ღიმილს დაინახავთ ხშირად.

აქამდე არ ვიცოდი, რომ ქალი არ არის მხოლოდ საყვარელი, რომელთან ერთადაც ვიზიარებ ლოგინს, სააბაზანოს, სამზარეულოს მაგიდას, ის ასევე მეგობარია, რომელსაც ყურადღებით უნდა ვუსმინო. უნდა ვუსმინო მაშინაც, როცა არ ლაპარაკობს.

ქალი გამოცანა არ არის. ყოველთვის, როდესაც საკუთარ თავში კითხვა დამებადება, პასუხსაც მალევე ვპოულობ, თუ მეტ ყურადღებას გამოვიჩენ მის მიმართ. ქალი ყოველთვის ამბობს რა სურს, რას გრძნობს, რას განიცდის. უცნაურია, კაცები ამბობენ, რომ ქალის არ ესმით. ვფიქრობ, მათ უბრალოდ გაგება არ სურთ.

მე არ ვიცოდი, რომ ურთიერთობაში მხოლოდ მე არ ვიყავი მნიშვნელოვანი, არამედ „მე კვადრატში“. მნიშვნელოვანია, ორივემ ერთმანეთის მიმართულებით გადადგას ნაბიჯები, ამას თუ წყვილიდან მხოლოდ ერთი აკეთებს, იქ ბევრი რამე იცვლება უარესობისკენ. შეიძლება ერთხელაც დიდი ნაბიჯი გადაიდგას და წინ მდგომ საყვარელ ადამიანს გასცდე. ყველამ თავისი წილი ნაბიჯი უნდა გადადგას.

თუ უფსკრულის წინაშე აღმოჩნდებით, ეს დასასრულს არ ნიშნავს, ნებისმიერ გზას აქვს თავისი გაგრძელება სხვა მიმართულებით. მთავარია საყვარელ ადამიანს ხელი არ გაუშვა, რათა წამოგყვეს და უფსკრულისკენ მიმავალი გზა არ გააგრძელოს.

არ ვიცოდი, რომ გრძნობა მუცელში პეპლების ფრენა არაა, არამედ სიყვარულს თითების შეხებით შევიგრძნობ, როდესაც მას ვეხები. ამ დროს განვიცდი საოცარ სიამოვნებას, რომელიც მთელს სხეულს ედება ალივით“.

ბლოგერის ტექსტი ერთ-ერთმა უცხოურმა გამოცემამ გამოაქვეყნა, რომელიც სიყვარულს ძალიან რეალურ ფერებში ასახავს და მისი წაკითხვა ემოციების გარეშე შეუძლებელია.

თარგმანის ავტორი: ლილე შუკვანი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100