სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს კომერციული ბანკები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები საქართველოს "სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონსა და "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს ეხმაურებიან, რომელიც პარლამენტმა 2011 წლის ოქტომბერში მიიღო.

საუაბრია "სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონის 50–ე მუხლსა და "საგადასახადო კოდექსის" 239–ე მუხლის მე–6 ნაწილში შესულ ცვლილებებზე, რომელთა თანახმად კომერციულმა ბანკებმა პირველადი იპოთეკარის უფლება დაკარგეს.

"მიგვაჩნია, რომ 2011 წლის ოქტომბერში მიღებული ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა კონკრეტულად ერთ კომერციულ ბანკს, "ბანკ ქართუს". ხსენებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ, საფრთხე შეუქმნა როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას. გვსურს განვაცხადოთ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავს კომერციული სტრუქტურისადმი ზიანის მიყენებას, მაშინ, როდესაც სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს კერძო სექტორის ხელშეუხებლობისა და განვითარების მთავარი გარანტი", - ნათქვამია საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ "საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი", "პროკრედიტ ბანკი", "ლიბერთი ბანკი", ბანკი "რესპუბლიკა" "ვი თი ბი ბანკი ჯორჯია", "კორ-სტანდარტ ბანკი", "პრივატ ბანკი", "ბაზისბანკი", ბანკი "კონსტანტა", "ინვესტ ბანკი" და კავკასიის განვითარების ბანკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100