სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საზოგადოება აქტიურად განიხილავს მეგან მარკლსა და ქეით მიდლტონს შორის არსებული კონფლიქტის მიზეზს

სულ ცოტა ხნის წინ ყვითელ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია მეგან მარკლსა და ქეით მიდლტონს შორის არსებული დაძაბულობის შესახებ.


ჭორების თანახმად, ჰერცოგინიებს შორის გარკვეული უთანხმოებები არსებობს. სწორედ ამ მიზეზით გადავიდნენ მარკლი და პრინცი ჰარი კენსინგტონის სასახლიდან. როგორც წესი, სასახლეში ჭორებზე კომენტარს არ აკეთებენ ხოლმე, თუმცა ამჯერად გამონაკლისი მოხდა - სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მეგანსა და ქეითს ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და მათ შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა. ეს განცხადება კიდევ უფრო მეტი საფუძველი გახდა, ხალხს ეფიქრა, რომ ჰერცოგინიებს ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ, რადგან უმნიშვნელო ჭორებზე ისინი არასდროს ამახვილებდნენ ყურადღებას - წერს The Mirror.

შეგახსენებთ, რომ მეგანი და ჰარი უინძორის სასახლეში სულ ცოტა ხანში გადავლენ, სადაც ისინი მარკლის დედასთან ერთად იცხოვრებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100