მაია ბითაძე:მდინარე მტკვარს სათანადო ყურადღება დაეთმობა, რომელიც ისეთივე ზრუნვას იმსახურებს, როგორსაც მთელი ქალაქი
სხვადასხვა გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტის შემოტანის გარდა, მმართველი გუნდი დანაგვიანების საკითხისადმიძალიან მკაცრი იქნება, - ამის შესახებ გარემოსადა ბუნებრივი რესურსებისდაცვისმინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქის დაბინძურებისადმი კონტროლი გამკაცრდება და სეპარირებისა და გადამუშავების გზით, ნარჩენების აღდგენასხელი შეეწყობა.
„სათანადო ყურადღება დაეთმობა მდინარე მტკვარს, რომელიც, რა თქმა უნდა, ისეთივე ზრუნვას იმსახურებს, როგორსაც მთელი დედაქალაქი.რეკრეაციული ტერიტორიები ჩვენი ამოცანის მეორე ძირითადი მიმართულებაა. სიმწვანე ქალაქში სუფთა ჰაერის მთავარი საწინდარია. ამიტომ,მაქსიმალურად, ვიზრუნებთ იმ კონკრეტული გეგმის შესაბამისად, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება რეკრეაციული ტერიტორიების განვითარებას - ძველების აღდგენისა და ახალი რეკრეაციული ტერიტორიების შექმნას დაეთმობა, რომელიც დედაქალაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს დასვენების შესაძლებლობას მისცემს.
„ვიზრუნებთ თბილისის გარშემო არსებული ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რათა არ გავრცელდეს დაავადებები,ასევე, დროულად იქნეს ტყეები და ქარსაფარი ზოლები მოვლილი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაცია „ლისი ვერანდაზე“ გაიმართა.
კომენტარი