ვაჟა - 150
ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღეს ჩარგალში, მწერლის სახლ-მუზეუმში ღონისძიება “საჩუქარი ვაჟას” გაიმართება.
როგორც "პირWელს" ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორმა ლელა რაზიკაშვილმა განუცხადა, ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება.
"აღნიშნულ ღონისძიებაში სუხიშვილების დასი, ახმეტელის თეატრი და ეროვნული ტანსაცმლის მაღაზია "სამოსელი პირველი" მიიღებენ მონაწილეობას. სუხიშვილების დასი მაყურებელთა წინაშე ვაჟასადმი მიძღვნილი ცეკვის ნომრით წარსდგება, ახმეტელის თეატრმა მწერლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური წარმოდგენა მოამზადა, ხოლო "სამოსელი პირველი" ვაჟას ქალისა და მამაკაცის მთის თანამედროვე ნაციონალურ ტანსაცმელს წარმოადგენს", - განაცხადა რაზიკაშვილმა.
კომენტარი