სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში ღარიბების რიცხვი წელიწადში 3 მილიონით იზრდება

საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის სახელმწიფოში ღარიბების რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. შესაბამისი სტრუქტურები რუს ღარიბთა რიცხვს მინიმუმამდე ამცირებენ, მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათია იმ რეალობისთვის, რაც დღეს პუტინის ქვეყანაშია.

სტატისტიკური მონაცმები დღეს რუსულმა გამოცემა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა. მედიასაშუალების მიერ მოყვანილ ციფრებში კი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რიცხვი რუსეთში 23 მილიონამდეა. რუსეთში ანალოგიური კვლევა ყოველწლიურად ტარდება. ყოველი მომდევნო წლის მაჩვენებელი კი, გასულისას 2–3 მილიონით აჭარბებს. ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ასე გაგრძელების შემთხვევაში, რამდენიმე წელში რუსეთში ღარიბთა რიცხვი რამდენიმე ათეულ მილიონს გადააჭარბებს. გამოცემის ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში გაჭირვებულთა რაოდენობა 2,3 მილიონით გაიზარდა. რუსეთის სტატისტიკის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების ზრდის ტენდენცია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შესაძლოა, კიდევ დიდ ხანს შენარჩუნდეს. თავად გამოცემა „კომერსანტი“ კი ღარიბი ადამიანების მომრავლებას რუსეთში საარსებო მინიმუმის გაზრდას უკავშირებს. საკვებ პროდუქტებზე ფასების მომატებამ საარსებო მინიმუმი 5518 რუბლიდან 6473 რუბლამდე გაზრდა განაპირობა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოსახლეობა 141,927,297 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 73% ქალაქებში ცხოვრობს, ხოლო 27% სხვადასხვა დასახლებულ პუქნტებში სახლობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100