სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფრაზები, რომლის მოსმენაც ყველა მარტოხელა ქალს აღიზიანებს

ქალბატონთა დიდი ნაწილისთვის პარტნიორის გარეშე ცხოვრება პრობლემას სულაც არ წარმოადგენს. მარტო ყოფნა მათთვის ხშირად უფრო სახალისო და საინტერესოცაა. შესაძლოა თქვენ სულაც არ გაწუხებდეთ ეს ფაქტი, თუმცა გარშემომყოფების უტაქტო კითხვები მოსვენებას მაინც დაგიკარგავთ.

საოცრად მიმზიდველი ხარ, როგორ შეიძლება, რომ მარტო იყო! ამ ფრაზით თითქოს კომპლიმენტს გეუბნებიან, მაგრამ სინამდვილეში ეს უხეშად ჟღერს.

სექსით უფრო ხშირად უნდა დაკავდე! მართლა? მეგონა სახლში ფილმის ყურება უფრო გასართობი იქნებოდა. კარგით რა, ის რომ მარტოხელა ხარ, არ ნიშნავს რომ სულელიც ხართ. იმიტომ, რომ არ ხართ ურთიერთობაში არვისთან, არ ნიშნავს, რომ პაემანზე წასვლასა და სექსზე ოცნებობთ.

შენს ასაკში მე უკვე გათხოვილი ვიყავი! ეს ნამდვილად უტაქტობის ერთ-ერთი მაგალითია.

ის მაშინ გამოჩნდება, როდესაც აღარ ელი! ალბათ, ყველა მარტოხელა ქალბატონი დაღალა ამ „იმედის მომცემმა „ფრაზამ.

ინტერნეტით გაცნობა რომ სცადო? იქნებ არ სურს ყველას გაიცნოს ბიჭი ვირტუალურ სამყაროში. მამაკაცები, რომლებიც მომხიბვლელები მხოლოდ ფოტოებზე არიან. ასე, რომ გვენდეთ - თუ ონლაინ გაცნობით დავინტერესდებით, ისიც კარგად ვიცით როგორ მოვიძიოთ ეს საიტები.

უნდა დაიწყო პაემნებზე სიარული. ხშირად გვესმის მსგავსი რჩევები ჩვენი ცხოვრებით დაინტერსებული ადამიანებისგან. თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ უამრავ ცუდ პაემანს, ერთი და ნამდვილი ჯობია.

ალბათ ძალიან მომთხოვნი ხარ! საქმე ამაში სულაც არაა. რატომ შევხვდეთ მამაკაცებს, რომლებიც ჩვენთვის სასურველი არაა, რომელთან ურთიერთობაც სიამოვნებას არ მოგვანიჭებს ან მასთან სულაც მომავალს ვერ ხედავთ?

იმდენი არაჩვეულებრივი მამაკაცია შენს გარშემო, როგორ არავინ არ მოგწონს? ყველა „ტაქტიან“ კითხვასთან ერთად, ბოლოს აუცილებლად ამ ფრაზასაც მოისმენთ.

პ.ს. მარტოხელა ქალბატონებო ნუ გექნებათ იმედი, რომ მეორე ნახევრის პოვნის შემდეგ უტაქტო შეკითხვებზე პასუხის გაცემა აღარ მოგიწევთ, უბრალოდ ზემოთ ჩამოთვლილი ფრაზები სხვა ფრაზებით შეიცვლება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100