შედიან თუ არა ციხეებში „სექსმუშაკები” ?
სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ციხეებში სექსმუშაკების შესვლას ადასტურებს.
მინისტრის თქმით,
ეს ხდებოდა და დღესაც ხდება.
"გამონაკლისი ქართული ციხე არ არის, პატიმარი ცდილობს, ხელი მოაწეროს ქალბატონთან, რომელსაც თქვენ სექსმუშაკად მოიხსენიებთ, ხდება ფიქციური ქორწინება, რა თქმა უნდა დარწმუნებული არ ვარ, რომ პატიმრებს ამ საქმეში არაკეთილსინდისიერი თანამშრომლები არ ეხმარებიან, შესაბამისად მათ ეძლევათ უფლება, კანონით გათვალისწინებული გრძელვადიანი პაემნების",- განაცხადა სოზარ სუბარმა გაზეთ " ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, მინისტრი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბუნტის მოწყობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება.
"თუმცა არავინ არაფრისგან დაზღვეული არ არის, არც ციხე, არც უნივერსიტეტი, არც დევნილთა დასახლება. ჩვენ რომ ვთქვათ არასოდეს არაფერი მოხდებაო, ნამდვილად არ ვიქნებით მართლები",- აღნიშნა სუბარმა.
კომენტარი