სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი კობახიძე: ოქუაშვილმა მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“, რათა ბიუჯეტის ვალი არ დაებრუნებინა

„ოქუაშვილი მადლობას უხდიდა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ მან სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელშეწყობით სრულიად უანგაროდ, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე დაიბრუნა საკუთარი ბიზნესი, დაიბრუნა საკუთარი ტელევიზია.

ეს ყველაფერი სწორედ 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის საფუძველზე მოხდა. მას არაერთხელ საჯაროდ აქვს ეს აღნიშნული“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის თოქშოუში „პირისპირ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში თავისუფალი ბიზნესგარემოა, ხოლო ოქუაშვილის ბრალდებების მიზანი არსებული დავალიანების გადახდისაგან თავის არდიებაა, რისთვისაც ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეკავშირეობს.

მისი თქმით, ამ ადამიანმა დააგროვა ვალი ბიუჯეტის წინაშე, ხალხის წინაშე 50 მილიონის ოდენობით და იმისათვის, რომ არ ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტისათვის არ გადაეხადა და არ დაებრუნებინა ხალხის კუთვნილი ფული, მან მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“, მისი კუთვნილი ტელევიზია და ამ გზით სცადა ვალისგან თავის დაძვრენა.

„თუმცა ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენი პასუხისმგებლობაა ერთი მხრივ ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფა და რეალურად ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა, რადგან სათანადოდ და სრულად უზრუნველყოფილი თავისუფალი ბიზნეს-გარემოა ჩვენს ქვეყანაში. ამასთანავე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ყველა ბიზნესმენმა გადაიხადოს ის გადასახადი, რომელიც ეკუთვნის ხალხს და ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკური ინსტრუმენტები გამოიყენება ვალისგან თავის დასაძვრენად - ამას სჭირდება სათანადო პასუხი და მოჰყვა კიდეც რექცია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100