სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ფოტომ მსოფლიო აალაპარაკა - გაინტერესებთ მიზეზი?

ეს ფოტო სოციალური ქსელით გააზიარა შანა ნიეჰაუსმა, რომელსაც თან ერთვოდა პოსტი მისი აუტისტი შვილისა და ძაღლის შესახებ. როგორც სტატუსიდან ირკვევა, პატარა ქეინოას აუტიზმის გამო არ შეეძლო კონტაქტში შესვლა საკუთარ დედასთანაც კი. როდესაც ოჯახმა შეიძინა ძაღლი, რომელიც სწორედ აუტიზმით დაავადებული ბავშებისთვის იყო გამოწვრთნილი, პატარა ძალიან გაუშინაურდა მას და ცხოვრებაში პირველად იგრძნო ცოცხალ არსებასთან თავი კომფორტულად და მშვიდად. როგორც შანა აცხადებს, მას საკუთარი შვილის ჩახუტებაც არ შეეძლო, რადგან ბავშვი უძალიანდებოდა. ძაღლის მიმართ ქეინოას ნდობა და სიყვარულმა კი შანა ბედნიერებისგან აატირა და ამ მომენტმა აგრძნობინა, რომ წარსულში გამოვლილი ბრძოლა და დარდი დაავიწყა. "ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა არც კი შემიძლია" - აცხადებს შანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100