სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჰამასის“ ლიდერს 1350 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ისრაელის სამხედრო სასამართლომ „ჰამასის“ ლიდერს, იბრაჰიმ ჰამადს 54-ჯერ სამუდამო პატიმრობა, ანუ 1350 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ჰამადი 2000 წლიდან მოყოლებული 2006 წლამდე, ტერაქტიების ორგანიზებაში დაადანაშაულა და იგი კაცობრიობისთვის მეტად საშიშ პიროვნებად აღიარა.

აღნიშნული ტერაქტების ფარგლებში ისრაელის 46 მოქალაქე გარდაიცვალა და 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისრაელის სამართალდამცავებმა ჰამდის მიერ ორგანიზებული რვა ტერაქტის აღკვეთა შეძლო. თითოეული ადამიანის სიცოცხლის წართმევისთვის კი ტერორისტი 46 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისაჯა.

ჰამადმა შეძლო 2001 წლის პირველ დეკემბერს, იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაც. რის შედეგადაც გარდაიცვალა 11 ადამიანი და დაშავდა ათობით მოქალაქე.

ჰამადმა 2002 წლის 9 მარტს, 7 მაისსა და 31 ივლისს მომხდარი ტერაქტების საშუალებით, 27 ადამიანს წაართვა სიცოცხლე, ათობით ადამიანი კი დაასახიჩრა.

47 წლის ტერორისტი 2006 წელს დააკავეს. მას შემდეგ მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. რამდენიმე დღის წინ კი სამხდრო სასამართლოს ვერდიქტი ცნობილი გახდა და ჰამადს 1350 წლით თავისუფების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100