ტელევიზიებს შორის ნდობის რეიტინგით საპატრიარქოს არხი ლიდერობს
სატელევიზიო არხებს შორის ნდობის რეიტინგით საპატრიარქოს არხი ლიდერობს.
მის მიერ გაშუქებულ სიახლეებს NDI-ს მიერ გამოკითხულთა 61% "სრულად ენდობა".
ტელეკომპანია "იმედს" გამოკითხულთა 25% ენდობა, ხოლო სრულ ნდობას 16% უცხადებს.
გამოკითხულთა 24% "რუსთავი 2"-ს ენდობა, ხოლო სრულად მას 19% უცხადებს ნდობას.
გაშუქებულ სიახლეთა ნდობის მხრივ მეოთხე ადგილზეა საზოგადოებრივი მაუწყებელი. მის მიერ გადაცემულ ახალ ამბებს 21% ენდობა, ხოლო სრულად - 12%.
ამავე გამოკითხვის თანახმად, მიმდინარე პოლიტიკისა და მოვლენების შესახებ მოსახლეობის უმრავლესობა თვალს "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" გადაცემებს ადევნებს.
კომენტარი