ერთი ლექსით თქმული სათქმელი: ასე მღეროდნენ საქართველოში
კოჯრის მთაზე დაფლეთილი
თეთრი დროშა ფრიალებდა,
კვინიტაძის ზარბაზნები
სკდებოდა და გრიალებდა.
მიყვარს ვარდი, მიყვარს ია,
მეჯავრება ჟორდანია.
ფილიპეში ვერ გავცვალე,
რაც მართალი, მართალია.*
კოჯრის მთაზე დაფლეთილი
თეთრი დროშა ქანაობდა,
სიზმრად ვნახე, საქართველო
ცრემლის ზღვაში ბანაობდა.
*ეს მისამღერი ადასტურებს, რომ ქართველ ხალხს, საკუთარი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სოციალ–დემოკრატი ნოე ჟორდანია, გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ ბოლშევიკ ფილიპე მახარაძეს კიდევ ის ერჩივნა.
კომენტარი