სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტურისტულ სექტორში ყველაზე პრესტიჟულმა ამერიკულმა აკადემიამ აჭარის რეგიონი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კანში ამერიკული აკადემიის დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიას დაესწრო, რომელზეც ნომინანტებს შორის პირველად მოხვდა საქართველო, კერძოდ კი – აჭარის რეგიონი. ამერიკული აკადემიის გადაწყვეტილებით, რეგიონმა სამ ნომინაციაში გაიმარჯვა:

1) ბათუმი, როგორც საუკეთესო, ახალი საკურორტო ქალაქი.

2) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც ინვესტორების მიმართ ყველაზე მეგობრულად განწყობილი რეგიონი.

3) პრიზი ინოვაციური მმართველობისთვის – ლევან ვარშალომიძე.

ამერიკული აკადემია მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე მოთამაშე წარმატებულ ქვეყნებს, კომპანიებს და მომსახურეობის სხვადასხვა სექტორის საუკეთესო წარმომადგენლებს აჯილდოვებს. მსოფლიო მასშტაბით, ტურისტულ სექტორში ამერიკული აკადემიის ჯილდო ყველაზე პრესტიჟულ პრემიად მიიჩნევა.

"რასაც კანში ვხედავთ, ეს სიმდიდრე ბოლო ათწლეულებში იქმნებოდა. ხშირად ამბობენ, ვის ვედრებითო, არადა, რომ შევადაროთ ტემპი, რაც ბათუმში ბოლო 5-6 წლის განმავლობაში გაკეთდა, ტემპი სწორადაა აღებული. ვისაც ჰგონია, რომ ბათუმი ისევ ისეთი ქალაქია, როგორიც წინათ იყო, აჯობებს, სათვალე გაიწმინდოს. ეს პრიზი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს და ჩვენს ქალაქებს უკვე რუკაზეც ცნობენ და კარგია, რომ ერთი ქვეყნის გარდა, რომელსაც სურს, გადაგვყლაპოს, კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიც გვცნობენ და არ უნდათ, რომ გადაგვყლაპონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100