სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანხლებით ჯამბულატ თედეევი რუსეთში გააძევეს
როგორც „ოსინფორმი“ იუწყება, დღეს, „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის“ ედუარდ კოკოითის კეთილი ნებით ჯამბულატ თედეევი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გააძევეს: სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მას კორიდორი შეუქმნეს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორია, ფაქტობრივად, იძულებით დაატოვებინეს.
„ოსინფორმის“ ცნობით, ამ პროცესში კოკოითისთან ერთად ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელებიც იყვნენ ჩარეული. „ოსინფორმმა“ ამ მიმართებით თეიმურაზ მამსუროვის სახელი და გვარი დაასახელა. ამავე ცნობაში ნათქვამია, რომ ეს ღონისძიება თედეევის მიმართ „მხოლოდდამხოლოდ მისივე უსაფრთხოებისთვის იქნა მიღებული“.
კომენტარი