სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გალის რაიონში ყაჩაღებმა ბავშვები გაკოჭეს, მათი დედა და ბებია კი სცემეს

გალის რაიონის სოფელ თაგილონში ბერაიების ოჯახზე თავდასხმა განხორციელდა.

როგორც "ივერონს" გალის რაიონიდან აცნობეს, ოჯახის ორმა წევრმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ისინი სასტიკად ცემეს.

"როგორც ჩანს, ყაჩაღები ოჯახის უფროსის გასატაცებლად იყვნენ მისულები. ამ უკანასკნელმა თავდამსხმელების სახლში შეჭრისთანავე გაქცევა მოახერხა და დასახმარებლად რუს სამხედროებს მიმართა. ყაჩაღებმა ბავშვები გაკოჭეს, დედა და ბებია სასტიკად ცემეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ხმაური ატყდა, თავდამსხმელები გაიქცნენ", - განუცხადა "ივერონს" წყარომ.

აღსანიშნავია, რომ ბოროტმოქმედებს ბერაიების ოჯახის უფროსის გატაცება ადრეც არაერთხელ უცდიათ.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100