ვინ არის გოგონა, რომლის გამოც ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის შორდება?
ამერიკული მედია უკვე დიდი ხანია ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ოჯახის დანგრევის პირას ყოფნაზე წერს, თუმცა ეს ჭორი აქამდე არ მართლდებოდა.
თითქოს ჭორები ბრედის ახალგაზრდა მსახიობებთან რომანების შესახებ, ჯოლის მიერ ეჭვიანობის ნიადაგზე ბავშვების ძიძის სამსახურიდან დათხოვნის სკანდალი, მსახიობ მარიონ კოტიარდზე ეჭვიანობა და ამ ფაქტის გამო ნერვიულობისგან დაკლებული კილოგრამები საკმარისი უნდა ყოფილიყო ანჯელინასთვის, მაგრამ ამ ყველაფერმა ისე ჩაიარა, რომ წყვილი განქორწინებამდე არ მისულა.
ანჯელინამ ბრედის უკანონო შვილის არსებობის შესახებ აგორებულ სკანდალზეც დახუჭა თვალი, მაგრამ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრედ პიტს მსახიობ ლიზი კაპლანთან აქვს რომანი, რაც პიტისა და ჯოლის ოჯახური იდილიის დამანგრეველი ბოლო წვეთი გახლავთ და მათი ქორწინება განქორწინებით სულ მალე დასრულდება.
ლიზი 33 წლისაა და მას მაყურებელი იცნობს ფილმებიდან: 127 საათი, ინტერვიუ, სექსის მასტერები და სხვა.
კომენტარი