8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი – წინ პოზიტიური დღე გელოდებათ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. გამოიჩინეთ თავდაჯერებულობა და სიმტკიცე.
კურო – სამუშაო დღე მშვიდად ჩაივლის. მიიღებთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას. ინტუიცია სიტუაციის სწორად შეფასებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები – თავი აარიდეთ უცხოელებთან კონტაქტს. საღამოს პატარა გაუგებრობას გადააწყდებით. გარშემომყოფებს თვქენს აზრს ნუ მოახვევთ.
კირჩხიბი – დღის პირველ ნახევარში წარმატებული საქმიანი მოლაპარაკებები და შეხვედრები გელოდებათ. ნუ ენდობით გარშემომყოფებს, მათი გულახდილი საუბარი, შესაძლოა, ინტრიგა აღმოჩნდეს.
ლომი – დილა სასიამოვნო მოგონებებით დაიწყება და პოზიტიური განწყობა მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. დღეს გარშემომყოფებთან ურთიერთობა გაგიადვილდებათ. იპოვით ერთგულ თანამოაზრეებს.
ქალწული – დღის პირველი ნახევარი პირადი ურთიერთობების მოგვარებას დაუთმეთ. საღამოს კი დამკვირვებლის პოზიცია დაიკავეთ, ნუ ჩაერთვებით მიმდინარე მოვლენებში.
სასწორი – დღის პირველ ნახევარში გარშემომყოფებისგან დახმარებას მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს როგორც საქმიანი, ასევე მატერიალური დახმარება. საღამოს მეტი სიფრთხილე გმართებთ, ზოგიერთი ადამიანი თქვენს მოტყუებას შეეცდება.
მორიელი – სამსახურში გამოიჩინეთ სისწრაფე, გამბედაობა და პრაქტიკულობა. ეცადეთ სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნოთ, არ აყვეთ მოზღვავებულ ემოციებს.
მშვილდოსანი – დღის პირველ ნახევარში უარყოფითი ემოციები გელოდებათ, თუმცა, სიტუაცია მალე თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უმცროს წევრს.
თხის რქა – დაძაბულობის მოხსნაში ახლო მეგობრები დაგეხმარებიან. ნუ მიმართავთ მკურნალობის თქვენეულ მეთოდს, ეს ჯანმრთელობის გაუარესებას გამოიწვევს.
მერწყული – გახსოვდეთ, პასუხისმგებლობას თავს თუ აარიდებთ, ამით მხოლოდ პრობლემების რიცხვი გაიზრდება. ნუ აყვებით ემოციებს და დაძაბული სიტუაციები ცივი გონებით შეაფასეთ.
თევზები – დღეს განსაკუთრებულად ცნობისმოყვარე იქნებით. დაძაბული სიტუაციიდან გამოსავლის მონახვაში, ინტუიცია დაგეხმარებათ. დღის ბოლოს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
კომენტარი