სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ეს არის გზა ქვეყნის დეგრადაციისა და გაღატაკებისკენ“ - მოსკოველმა დეპუტატებმა პუტინს ომის დასრულებისკენ მოუწოდეს

მოსკოვის გაგარინსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატთა საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი დაგმო და ვლადიმერ პუტინს ჯარების გამოყვანისკენ მოუწოდა. რუსეთის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში დეპუტატებმა უკრაინაში შეჭრას კატასტროფა უწოდეს. „ეს არის გზა ქვეყნის დეგრადაციისა და გაღატაკებისკენ. ეს არის ქმედება, რომელიც ყველაზე დიდ ზიანს რუსეთის ეკონომიკას“, - აღნიშნულია მიმართვაში. მანამდე ომის საწინააღმდეგო განცხადება მოსკოვის ხამოვნიკის ოლქის დეპუტატთა საბჭომაც გააკეთა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100