მცენარეული ნიღბები თქვენი სახის კანისთვის
გაზაფხულზე სახის კანს განსაკუთრებული მოვლა ჭირდება, ეს ნიღბები დაგეხმარებათ სახლის პირობებში მოუაროთ კანს.
შვრიისა და ანწლის ნიღაბი - აირეთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი, თუ არა გაქვთ დაფქვით ბურღული. დაასხით მდუღარე რძე (100 გრ.). თბილი მასა აურიეთ 2 სუფრის კოვზ შავ ანწლს შეფარდებით 1:4. მასა მარლის ნაჭრებს შორის მოათავსეთ და სახეზე დაიდეთ. შემდეგ სახეზე გრილი წყალი გადაივლეთ.
ნიღაბი კიტრითა და ვარდის ფურცლების ნაყენით - გახეხეთ კიტრი, გამოწურეთ წყვენი. ცალკე მოამზადეთ ვარდის ფურცლების ნაყენი, შეფარდებით 3:10. შეურიეთ კიტრის წვენი ამ ნაყენს და დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ნაღები. ნარევი სახეზე ტამპონით დაიდეთ, გააჩერეთ 20 წუთით, ჩმოიბანეთ თბილი წყლით ან გვირილის ნაყენით.
გვირილისა და ანწლის ნიღაბი - მოამზადეთ ორი ნაყენი. პირველი- აფთიაქის გვირილისგან (1:2), მეორე – ანწლის ყვავილებისგან (3:20). ეს ორი ნაყენი ერთმანეთს აურიეთ. მიღებული ნაყენის სამ სუფრის კოვზს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი. შემდეგ ეს ყველაფერი ერთმანეთს აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოათავსეთ ნიღაბი მარლის ორ ფენაში და 20 -25 წუთით დაიდეთ სახეზე. სახე გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
ბალახეული ნიღაბი - თანაბარი პროპორციით აღებული სამკურნალო მცენარეების ერთი სუფრის კოვზის ოდენობის ნარევს (აფთიაქის გვირილის ყვავილები, ანწლი) დავასხათ მდუღარე წყალი. ადუღეთ 19 წუთი და 30 წუთი გააგრილეთ. შემდეგ გაწურეთ, ნაყენის სამი სუფრის კოვზი ერთ სუფრის კოვზ შვრიის ღერღილს და ჩაის კოვზ თაფლს. დასრისეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაიდეთ სახეზე 20 წუთით და ჯერ თბილი, შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
ბანანის ნიღაბი - ბანანის რბილობი ასრისეთ იმავე რაოდენობით ნაღებში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აიღეთ ამ მასის 2 სუფრის კოვზი და დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი შვრიის ღერღილი და თაფლი (1 ჩ.კ.). მირებული მასა სახეზე 20 წუთი გააჩერეთ და თბილი, შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ
კომენტარი