სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აბრახუნებდა კარებზე, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, დაზარალებულს სახლის ფანჯარაც ჩაუმტვრია" - თბილისში ქვიარ ადამიანის სახლში შეჭრის მცდელობის გამო ერთ პირს ბრალი წაუყენეს

"თანასწორობის მოძრაობის" ინფორმაციით, ორგანიზაცია ქვიარ თემის წევრს დაეხმარა, რათა თავი აერიდებინა ჰომოფობიის გამო დევნისა და შევიწროებისგან.

2019 წლის 18 სექტემბერს “თანასწორობის მოძრაობას” დაუკავშირდა ბენეფიციარი, რომელმაც განაცხადა, რომ უცნობი პირი ცდილობდა მის საცხოვრებელში შეჭრას, კერძოდ აბრახუნებდა კარებზე, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და აკეთებდა ჰომოფობიურ განცხადებებს. აღნიშნულმა პირმა დაზარალებულს საცხოვრებელი სახლის ფანჯარაც ჩაუმტვრია.

ყველაფერი სოციალური ქსელებში კიბერ ბულინგით დაიწყო. სახლში შეჭრის მცდელობამდე, აღნიშნული პირი დაზარალებულს სოციალური ქსელით დაუკავშიდა, უწერდა ჰომოფობიურ კომენტარებს საჯაროდ.

დაზარალებულმა მიმართა პოლიციას, “თანასწორობის მოძრაობის” იურისტები დაესწრნენ დაზარალებულის გამოკითხვას, დაზარალებულად ცნობას და უფლებების განმარტებას, საგამოძიებო ექსპერიმენტს, რის შემდეგაც ბრალდებული დაადგინეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100