სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემთვის დათო კოდუა არის მილიონერიც, მილიარდერიც და ტრილიონერიც. მისი მთავარი ღირებულებები ამ ცხოვრებაში სიკეთე და ადამიანობაა" - ალექსანდრა პაიჭაძე

ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ, გი­ორ­გი გას­ვი­ან­თან გა­და­ცე­მა­ში "live კო­მენ­ტა­რი" ბოლო დროს მის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ სკან­დალ­ზე ისა­უბ­რა. შე­გახ­სე­ნებთ, და­ვით კო­დუ­ა­სა და ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძის გამ­ხე­ლი­ლი "ლავ­სთო­რის“ შემ­დეგ, მე­ო­რე კვი­რაა მით­ქმა-მოთ­ქმა არ წყდე­ბა. ტე­ლე­წამ­ყვანს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი ქალი და­უ­პი­რის­პირ­და, მათ შო­რის იყო "ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ცენ­ტრის" დი­რექ­ტო­რი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლიც... გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან: - ყვე­ლა ქალ­მა უნდა იცო­დეს დრო­უ­ლად თა­ვი­სი ფასი და ად­გი­ლი, ამა­ზე მუდ­მი­ვად ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ჩემს გა­მომ­წე­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით. მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვილ­თან ვმე­გობ­რობ­დი და საქ­მე­ში გა­ურ­კვევ­ლად არას­წო­რად მო­იქ­ცა. მე არ ვარ ის ტიპი, ვინც ვინ­მეს და­ჩაგ­რავს, მა­რი­ამს ვუ­რე­კავ­დი, რად­გან მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა­ტომ წა­მო­ვი­და ჩემი მი­სა­მარ­თით ამ­ხე­ლა ბუ­ლინ­გი. ორ­მოც­და­ათ­ჯერ და­ვუ­რე­კე, არ მე­რი­დე­ბა, თუ ჩემს მი­მართ უსა­მარ­თლო­ბას ვხე­დავ. ჩემ­მა რჩე­ულ­მა სწო­რედ ეს მას­წავ­ლა, - აიღე და და­რე­კე, თუ რა­მეს ვერ არ­კვე­ვო. - საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რზე, გა­რეგ­ნო­ბა­ზე დამ­ცი­ნა­ვი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნე, ეს იყო პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნის ფოტო. - მე არა­სო­დეს და­მი­ცი­ნია ადა­მი­ა­ნის­თვის გა­რეგ­ნო­ბის გამო. რო­გორც ის ადა­მი­ა­ნი იქ­ცე­ო­და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი მი­სა­მარ­თით, ზუს­ტად იმ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ზე არ­სე­ბუ­ლი ქა­ლის გან­ვი­თა­რე­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. ვინ­მემ თუ მი­ამ­სგავ­სა, ეს ჩემი პრობ­ლე­მა არ არის. ყვე­ლას ჩვე­ნი ფან­ტა­ზია გვაქვს და ამას მივ­ხე­დოთ. მე ჩემი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­ე­ბის­თვის ვიბ­რძვი, ეს ადა­მი­ა­ნი იმ­სა­ხუ­რებს მშვიდ, წყნარ და ბედ­ნი­ერ გა­რე­მოს, რა­საც მე ვუქ­მნი. ჩემ­თვის დათო კო­დუა არის მი­ლი­ო­ნე­რიც, მი­ლი­არ­დე­რიც და ტრი­ლი­ო­ნე­რიც. მისი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ ცხოვ­რე­ბა­ში სი­კე­თე და ადა­მი­ა­ნო­ბაა, ის ტეს­ტოს­ტე­რო­ნი, რაც უნდა ჰქონ­დეს მა­მა­კაცს, და ორი წე­ლია ასე გრძელ­დე­ბა. ფული ყო­ველ­თვის მქონ­და და მაქვს, ასე შე­მი­ლო­ცა სა­კუ­თარ­მა მა­მამ. არა­სო­დეს მაკ­ლდა ქო­ნე­ბა და მან­ქა­ნა. რო­გორც კი ჩემ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კა გა­ვაძ­ლი­ე­რე, რომ მერე უფრო ხა­რის­ხი­ა­ნი მა­მა­კა­ცი შე­მო­სუ­ლი­ყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ეგ­რე­ვე შე­მო­ვი­და ის ადა­მი­ა­ნი და ამო­ა­ყი­რა­ვა ჩემი ცხოვ­რე­ბა. მის გამო მარ­თლა ბევ­რს ვიბ­რძო­ლებ. - შენ ღია კონ­ფლიქ­ტი გაქვს ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც არის შენი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის შვი­ლი, კატო კო­დუ­ას­თან. - მე არ მაქვს კონ­ფლიქ­ტი კა­ტოს­თან, ეს იყო 13 აპ­რილს, როცა დათო და­ა­კა­ვეს. მერე და­ვე­ლა­პა­რა­კეთ ერ­თმა­ნეთს და ბო­დი­შიც მო­ვი­ხა­დეთ. ბო­როტ­მა ქა­ლებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს სა­თა­ვი­სოდ, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი ტოტი მო­იჭ­რეს. მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვილს კო­მენ­ტარ­ში და­ვუ­წე­რე, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე არ ვდარ­დობ­დი, რა­ტომ აყე­ნებ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას ადა­მი­ანს, რო­მელ­საც არ იც­ნობ­და. თით­ქოს და­მა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ უსაყ­ვარ­ლე­სი წყვი­ლი დავ­შა­ლე, არა­და, ეს წყვი­ლი რამ­დე­ნი­მე წლის დაშ­ლი­ლი იყო. ხალ­ხმა ისე აღიქ­ვა, რომ ჩემ გამო მოხ­და რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა. რე­ა­ლუ­რად კი თვა­ლე­ბი გა­ვა­ხე­ლი­ნე ყვე­ლას და ბინ­ძუ­რი სათ­ვა­ლე გა­ვუ­წ­მინ­დე... - დათო კო­დუ­ას თუ მოს­წონს შენი ბრძო­ლა... - არ არ­სე­ბობს, და­ვით კო­დუა სხვა­ნა­ირ ქალ­თან, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ზუს­ტად ერ­თნა­ი­რე­ბი ვართ. ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, რომ ხალ­ხი მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბით აფა­სებს ადა­მი­ა­ნებს. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩემ­ზე თქვეს, რომ მას­თან ფუ­ლის გამო ვარ, თა­ვად ყვე­ლა­ფერ­ზე წავ­ლენ ფუ­ლის გამო. მყავ­და ფან­ტას­ტი­კუ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და­თომ­დე, სამი წელი, ბოლო წელი უმუ­შე­ვა­რი იყო და ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, შემ­დეგ მას დეპ­რე­სია და­ე­წყო და დავ­შორ­დით. კუ­კუ­ნაშ­ვი­ლის ნე­გა­ტი­ურ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ და ერ­თმა სტა­ტუს­მა ვე­რა­ფე­რი და­მაკ­ლო, გარ­და იმი­სა, რომ უდი­დე­სი პო­ზი­ტი­ვი შე­მო­ი­ტა­ნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რო­მე­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად ხე­და­ვენ ამ ყვე­ლაფ­რის ში­ნა­არსს და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ბრძო­ლას. ძა­ლი­ან დიდი, სევ­დი­ა­ნი და ტრა­გი­კუ­ლი გავ­ლე­ნა ჰქონ­და ამას ჩემ­ზე. ბედ­ნი­ე­რე­ბა უნდა შე­ი­ნა­ხო შენ­თვის... სულ ამას ვამ­ბობ­დი, რომ არ გა­ა­ზი­ა­როთ პი­რა­დი, გა­ვა­ზი­ა­რე და და­ი­ლე­წა ყვე­ლა­ფე­რი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100