სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიარაღებული თავდასხმა ტექნიკის მაღაზიაზე ვარკეთილში – დაჭრილია თანამშრომელი

ვარკეთილში ლომბარდი დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ მოხდა, წაღებულია თანხა თუმცა, ოდენობა უცნობია.

არსებული ინფორმაციით თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული, დაშავებულია მაღაზიის თანამშრომელი, მას დაზიანება ყელის არეში აქვს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100