ხანძრის ქრობის პროცესში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა
"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. იგი ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.
ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. იგი გამორჩეული და თავდადებული თანამშრომელი იყო და გამოირჩეოდა ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით , მას ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს."- აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
კომენტარი