12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დილა კრეატიული იდეების გაანალიზებას დაუთმეთ. სამსახურში ლიდერის ნაცვლად შემსრულებლის როლი უნდა მოირგოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
კურო
ახალ საქმეებს შუადღემდე ნუ წამოიწყებთ. ნუ ენდობით გარემო მყოფებს, გადაამოწმეთ ინფორმაცია, განსაკუთრებთ, თუ საქმე ფინანსებს ეხება. საღამოს გარშემო მყოფები სასიამოვნო საქმიანობაში აიყოლიეთ.
ტყუპი
გაგიტაცებთ ისეთი სფეროები, როგორებიცაა: მუსიკა, მოდა, ესთეტიკა. შესაძლოა, მოგზაურობაზე, საცხოვრებლის შეცვალზე დაფიქრდეთ. შუადღის შემდეგ მოაგვარეთ საოჯახო და სამსახურებრივი საქმეები.
კირჩხიბი
გადახედეთ წარსულს, გაანალიზეთ მოვლენები. ახალი საქმეები შუადღის შემდეგ დაიწყეთ. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და დაკისრებული ვალდებულებების შესრულება არ გაგიჭირდებათ.
ლომი
შუადღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები. გარშემო მყოფების მიმართ იყავით მეტად ლოალური. მუშაობისას - დაკვირვებული. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
ქალწული
დილა მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამონახეთ დრო ინტელექტუალური საქმიანობისთვის. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაციები. გამოცდილ პარტნიორებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე პროექტები.
სასწორი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. ფიზიკური აქტიურობა, საქმიანი შეხვედრები დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ.
მორიელი
დილით მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას. ნუ იქნებით ეჭვიანი. გააუმჯობესეთ საქმიანი და სასიყვარულო ურთიერთობა. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
მშვილდოსანი
გაგიმძაფრდებათ ინტერესი მოდი, მუსიკისა და სოციალური ცხოვრებისადმი. შუადღეს გარემო თქვენ გარშემო საქმიანი სიტუაცია შეიქმნება. ეცადეთ გაამართლოთ გარშემო მყოფების იმედი.
თხის რქა
სასიყვარულო და შემოქმედებით განწყობაზე ხართ. დღის მეორე ნახევარში მეტი დრო დაუთმეთ საქმიანი ურთიერთობის გაუმჯობესებას. მოსალოდნელია დამთხვევები.
მერწყული
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. შეფასებისას იყავით ადეკვატური. დღის მეორე ნახევარი სასარგებლო საქმიანობას დაუთმეთ, დაეხმარეთ გარშემო მყოფებს.
თევზები
დილა ფანტაზიორობას დაუთმეთ. შუადღიდან - საქმეების შესრულებას. საღამოს საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. საბოლოო პასუხის გაცემამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.
კომენტარი