როგოზინი: რუსეთი საკუთარ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას აუცილებლად შექმნის
ნატო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის დიმიტრი როგოზინის განცხადებით, "რუსეთი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკუთარ სისტემას აუცილებლად შექმნის".
როგორც როგოზინმა განაცხადა, "რუსეთი შექმნის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას იმისგან მიუხედავად, რას გააკეთებენ ამ სფეროში მისი დასავლელი პარტნიორები".
"რაც შეეხება რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ თავდაცვას, ჩვენ მას აუცილებლად შევქმნით, განურჩევლად იმისა, რის გაკეთებას აპირებენ ამ კუთხით ნატო-ს წევრები და ამერიკელები. ეს საკითხები ერთმანეთთან კავშირში არ არის", - განაცხადა როგოზინმა.
კომენტარი