ნინო ბურჯანაძე შეკითხვებს facebook–ში უპასუხებს
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საზოგადოების შეკითხვებს facebook - ით უპასუხებს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ბურჯანაძის პარტიიდან აცნობეს, მოქალაქეებს „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერისთვის შეკითხვის დასმა „წარმომადგენლობითი სახალხო კრების" გვერდზე შეეძლებათ.
ონლაინრეჟიმში დასმულ შეკითხვებს პასუხებს დღეს, 23:00 საათზე, ერთი საათის განმავლობაში გასცემს.
კომენტარი