მონო პიესების ფესტივალი საქართველოში
ახალგაზრდული ორგანიზაცია „არტ ვეი“ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 30 ივლისიდან 5 აგვისტომდე მართავს „მონო პიესების ფესტივალს“.
ფესტივალის მიზანია:
>ახალგაზრდა დრამატურგების, მსახიობებისა და რეჟისორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება;
> შემოქმედ ახალგაზრდებს შორის თეატრის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება;
> მონო სპექტაკლების მიმართ საზოგადოების ინტერესის ზრდის ხელშეწყობა;
ფესტივალის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, საქართველოს ექვსი ქალაქიდან შეირჩა თითო დრამატურგი, რომელის მონო-პიესას (ფესტივალისთვის გამოგზავნილი ყველა პიესა არის გამოუქვეყნებელი და ჯერ არდადგმული) დადგამს მის მიერ შერჩეული რეჟისორი და წარმოადგენს ბათუმის დრამატულ თეატრში. პროექტის მონაწილე ხელოვანები დაბინავდებულები არიან საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ბაზაზე არსებულ დასასვენებელ კომპლექსში (ბობოყვათი). აღნიშნულ ადგილას მიმდინარეობს ერთობლივი სამუშაო პროცესი სპექტაკლების მზადებისთვის, რაც ხელს უწყობს მათ შორის ხელოვნების გზით კომუნიკაციის დამყარებას.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის ფესტივალი აჭარაში ჯერჯერობით არ ჩატარებულა. „მონო პიესების ფესტივალი“, ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ერთგვარი სიახლე, რომელსაც აქვს მუდმივად ჩატარების პერსპექტივა.
https://www.facebook.com/artway?ref=hl – Art Way-ს Facebook გვერდი
საკონტაქტო პირები:
პროექტის მენეჯერი - ოთარ ქათამაძე
596 300 722
ორგანიზაციის ხემძღვანელი - ნინო ჩხაიძე
555 12 10 91
ფესტივალის მონაწილეები
1. ბათუმი
ნიკო კილაძე – დრამატურგი
გიორგი ქათამაძე – რეჟისორი
2. თბილისი
ალექსი ჩიღვინაძე – დრამატურგი
გოგა მაისურაძე – რეჟისორი
3. ოზურგეთი
ლიკა მოლარიშვილი – დრამატურგი ნინი ჩაკვეტაძე – რეჟისორი
4. გორი
მათე მაყაშვილი – დრამატურგი
თეო მესტუმრე – რეჟისორი
5. ქუთაისი
ერეკლე დეისაძე – დრამატურგი
მიშა ჩარკვიანი – რეჟისორი
6. ფოთი
დათო გაბუნია – დრამარუტგი
პაატა ციკოლია - რეჟისორი
ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება 6 მონოსპექტაკლი(ზუსტი განრიგი იხ. ქვემოთ).
ყველა სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.
განრიგი
>> 1 აგვისტო 19:00
“დედა”
რეჟისორი - პაატა ციკოლია
მსახიობი - სალომე მაისაშვილი
დრამატურგი - დათო გაბუნია
>> 2 აგვისტო 19:00
“ვაკანსია”
რეჟისორი - ნინი ჩაკვეტაძე
მსახიობი - ზაზა ვაშაყმაძე
დრამატურგი - ლია მოლარიშვილი
>> 3 აგვისტო 19:00
“გემრიელად მიირთვით”
რეჟისორი - მიხეილი ჩარკვიანი
მსახიობი - თეონა ლეჟავა
დრამატურგი - ერეკლე დეისაძე
>> 4 აგვისტო 19:00
“შაურმა”
რეჟისორი - გოგა მაისურაძე
მსახიობი - ნათია კევლიშვილი
დრამატურგი - ალექსანდრე ჩიგვინაძე
>> 4 აგვისტო 20:00
“დამწყვდეულები”
რეჟისორი - თეონა მესტუმრე
მსახიობი - გიორგი ყორღანაშვილი
დრამატურგი - მათე მაყაშვილი
კომენტარი